10 წლის წინ შექმნილები : )

***
მე ისვ თოვლის სიმღერას ვმღერი,
ვიხსენებ მეტყველ თვალებს.
ზოგჯერ ჩემთვისაც იღიმის ბედი –
ბედნიერებით მავსებს.
აკორდებია ფიქრების თეთრის,
დრო წლებს უეცრად გალევს.
ერთხელაც იქნება – ანცი ბედი
თოვლის ფანტელად მაქცევს.

***
შენთვის ლოცვისას ჩემთან მოვა მოხუცი მთვარე,
ღამის შფოთვაში გამეფდება სევდის სტიქია.
ვიცი ერთხელაც შემომხვდება სიკვდილი გზაზე,
უკვავებაზე – არც მიფიქრია…

ვაკანსია

დიდი ხანია ვფიქრობ, სამსახურის ძებნის პროცესში წაკითხული “გენიალური” ვაკანსიების შესახებ  სტატიების მთელი სერია მოვამზადო : )

სტატიის საფუძვლად გამოსაყენებელი “მასალების” მოპოვება არც მე გამიჭირდება და არც თქვენ. საერთოდაც, მაგ “მასალების” სიმრავლემ და ყოვლისმომცველობამ გადამაწყვეტინა და დამაბრუნა 2 წლის წინ შექმნილი და მიტოვებული ბლოგის “ფურცლებზე” : )

ყოველთვის მინდა შემხვედრი “მაღალი დონის” ვაკანსიების მოთხოვნების, პირობებისა და  ანაზღაურების შესაბამისობაზე დავწერო ხოლმე, მაგრამ ეს ჩემს (მორალურ) ძალებს აღემატება : )

შესაბამისად, არც ეს პოსტი ნიშნავს რაიმე მნიშვნელოვანი ნარკვევის შექმნის დასაწყისს  : )

ამ ეტაპზე (დეტალების განხილვის გარეშე) ჩემი შეშფოთება/აღშფოთება მინდოდა გამომეხატა : )  (გრაფიკული ღიმილებით და შეძლებისდაგვარად პოზიტიური განწყობით : ) ).

ეს კი, ისე, ბონუსად იყოს : ))   ->

ფრაგმენტი: სამუშაოს მაძიებლის მიერ შესავსები – “თი ბი სი ბანკის” სააპლიკაციო ფორმიდან

წინასადაბადებისდღეო განწყობა

უკვე 22–ე წელია, რაც წელიწადის ამ დროს, ამ თვეს და ამ თვის ამ პირველ დეკადაში, ჩემს ნერვულ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საშინელ გავლენას ახდენს ეს უცნაური, ნერვებისმომშლელი და ემოციურად დამქანცველი წინასადაბადებისდღეო განწყობა.

ყოველთვის ასეა – თითქოს არაფრის მოლოდინი არა მაქვს, არც რაიმე სანერვიულო და განსაკუთრებული საფიქრალი არ უნდა მაწუხებდეს, არც გრანდიოზულს და მნიშვნელოვანს ვგეგმავთ რამეს, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ისეთი აფორიაქებული და განერვიულებული ვარ ხოლმე, რომ ლამისაა „თავი გამისკდეს“.

ეხლაც, ეს შემაწუხებელი ემოციები მაწევს მხრებზე და რომ არა რაღაც არაადამინური თავშეკვება, მართლა ცრემლებად დავიღვრებოდი ალბათ. მეტირება და რა ვქნა : ((

კალენდარს შევხედავ და თვალიც და გონებაც მაშინვე 10 აპრილზე ფოკუსირდება.
წელიწადის 365 თუ 366 დღიდან ყველაზე მეტად ეს ერთი თარიღი მიყვარს და ყველაზე მეტად ეს ერთი თარიღი არ მიყვარს.
როგორც გინდათ ისე გამიგეთ.

ჩემი ნება რომ იყოს, ამ თარიღს მსოფლიოს ყველა კალენდრიდან „ამოვფხიკავდი“, მაგრამ ვიცი – ჩემს წინასადაბადებისდღეო, დამქანცველ ემოციებს და ფორიაქს ესეც ვერ უშველის.

2×2= ?

ე.ი. ჯერ მხოლოდ საიტის სტრუქტურა–ფუნქციებში გარკვევას ვცდილობ და სატესტო პოსტებს ვაწვალებ : )

ვიზუალურად და სტრუქტურულად გაუმართავად დაწერილი უბრალო ფორუმული პოსტებიც მაღიზიანებს და ბლოგერულ მოღვაწეობაში ამ ყველაფერს უყურადღებოდ ხომ არ დავტოვებ ?! : ))

ჰოდა, ეხლა, ვინმეს – ამ საკითხში კომპეტენტურის კონსულტაცია მესაჭიროება სასწრაფოდ : )) თორე მერე გავბრაზდები, ნერვებს მოვიშლი და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე – საბოლოოდ მაინც დამოუკიდებლად მოვაგვარებ : ))

ისე,  კომპეტენტურების მეტი რა ვიცი, მაგრამ არ გინდა იმ კომპეტენტურებთან საკუთარი “ჩაინიკობა” აღიარო ?!.

დღიურებიდან – ბლოგერობამდე

დღიურებთან ჩემი მეგობრობის ისტორიის დასაწყისი 1999წლის სექტემბრის თბილი დღით თარიღდება.
ვწერდი ყველაზე და ყველაფერზე, ყველგან და ყოველთვის…
მერე ჩვენს შორის კომპიუტერი და ინტერნეტი ჩადგნენ და ურთიერთობის საკმაოდ დიდი ინტერვალები გაგვიჩინეს. ჩანაწერების თარიღებს თვეები აშორებდათ ერთმანეთისგან.
ინტერნეტ სივრცეში ბლოგერებმა რომ „გამეფება“ დაიწყეს „მეც ნახირ–ნახირთქო“ ვიფიქრე და ამდენი ხნის სურვილს – საკუთარი ბლოგი მქონოდა – ასრულების შანსი მივეცი : ))
მგონი არც ისე რთული ყოფილა : ))
დღეს 2010 წლის 27 მარტია…

ჰმ… : )

მგონი არც ისეთი რთული ყოფილა : ))

Test : ))

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!